რატომ ქარერი?
კომფორტი და დრო
სანდოობა
ნაკლები სტრესი
"IN & OUT" დიაგნოსტიკა
ხშირად დასმული კითხვები
გამოძახების პროცესი მარტივია.
შეკვეთისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის მოდელი და გამოშვების წელი.
დამკვეთი ხართ თქვენ, შესაბამისად აუცილებელია შეავსოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემდგომ შეძლოთ ყველა საჭირო დეტალის მიღება.
მესაკუთრე არის ავტომობილის მფლობელი, რომლის მანქანის შეძენაც გაინტერესებთ. ამიტომ, აუცილებელია მიუთითოთ მესაკუთრის მობილურის ნომერი და მისამართი.
გირჩევთ, წინასწარ გააფრთხილოთ მესაკუთრე, რომ ჩვენი წარმომადგენელი მიაკითხავს ავტომობილს შემოწმებისთვის.
სრული შემოწმების ღირებულებაა 70 ლარი, ხოლო ავტომობილის ისტორიის ანგარიშის შეძენის ღირებულება შეადგენს დამატებით 30 ლარს.
ქარერის მომსახურება მოიცავს:
- სრულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას
- ძარის მდგომარეობის პროფესიონალურ შეფასებას
- ყოვლისმომცვლელ ვიზუალურ შემოწმებას
- შემოწმების დეტაულირ შედეგის რეპორტის, რომელიც მოიცავს თავის მხრივ
- კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგებს
- ძარის მდგომარეობის რეპორტს
- მაღალი ხარისხის ფოტო მასალას
- შემოწმების ვიდეო ჩანაწერს
- ავტო-მრჩეველის რეკომენდაციებს
ავტო მრჩეველის გამოძახება შეგიძლიათ თბილისსა და რუსთავში (კერძოდ რუსთავის ავტო ბაზრობაზე).
დიახ. თუ თბილისში ან რუსთავის ავტოსადგომზე ავტომობილის შეძენით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ გამოიძახოთ ავტო მრჩეველი მითითებულ ლოკაციაზე შესამოწმებლად.



